ექსპერტი გია ხუხაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა. მისი განცხადებით, აუცილებლად უნდა შეიცვალოს ხელისუფლება ოღონდ ეს უნდა მოხდეს არა ქუჩის აქციებით, არამედ არჩევნებით.
"ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, გასაგები იყო, რომ ეს იყო თამაში იმიტომ, რომ ამ ადამიანებისგან ბუნტი ყოვლად წარმოუდგენელია და არასერიოზულია ამაზე მსჯელობაც კი. ბიძინა ივანიშვილს იმდენად ეშინია, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მზად არის დათმოს ყველაფერი, არამხოლოდ პოლიტიკური არამედ ადამიანური ღირსება და ღიად ითამაშოს ეს თამაში ან თავისივე გუნდმა აალოკინა თავისივე გადაფურთხებული. რაც შეეხება ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეს არაადეკვატურია და აცდენილია რეალობას. ივანიშვილმა გადაკვეთა პოლიტიკური ხაზი და საზოგადოებამ ის უნდა დასაჯოს," - განაცხადა ხუხაშვილმა.